საქართვრლოს რუკა


საქართველოს ეროვნულ არქივში სხვადასხვა პერიოდის, მნიშვნელობის, შინაარსისა და ზომის ათასობით რუკა და გეგმაა დაცული, რომლებიც XVIII-XX საუკუნეებს მოიცავს.
მათ შორის: ისტორიული, სამხედრო, გეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დაავადებათა გავრცელების, მინერალურ სიმდიდრეთა, ჰიფსომეტრიული (რელიეფის ჰორიზონტალების საშუალებით გამოსახვა) და სხვა თემატიკის რუკები.
გეოგრაფიული არეალის მიხედვით, რუკებზე წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა კუთხე, კავკასია, ახლო თუ შორეული აღმოსავლეთი, ევროპა და სხვა. რუკებზე ასახულია ლორე-ტაშირი, სოჭი, ტაო-კლარჯეთი, დავით-გარეჯა, აფხაზეთი, სამაჩაბლო...
რუკების გარდა, გვაქვს  თბილისის, ფოთის, ბათუმის, სოჭის, იერუსალიმის, პეტერგოფის, დარუბანდის, ბაქოს, ერზერუმის და სხვა ქალაქების გეგმები.
ყველაზე ძველი რუკები, რომლებიც ეროვნულ არქივშია დაცული, ვახუშტი ბატონიშვილის „გეოგრაფიულ ატლასშია“  თავმოყრილი (1745 წელი). თუმცა შინაარსობრივად უძველესია სულხან-საბა ორბელიანის რუკის საფუძველზე შედგენილი და 1723 წელს გილიომ დელილის მიერ პარიზში გამოშვებული „კავკასიის ზღვის მიმდებარე ქვეყნების რუკა“ (ეროვნულ არქივში დაცულია ამ რუკის XVIII საუკუნის მეორე ნახევარში შესრულებული გამოცემა).
რუკები შედგენილია ქართულ, ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, რუსულ, სომხურ ენებზე. ყველაზე დიდი ზომის რუკაა 2000X3000 მმ, ყველაზე პატარა კი - 90X140 მმ.
პროექტი „ელექტრონული კარტოგრაფია“ ითვალისწინებს ამ უნიკალური კარტოგრაფიული დოკუმენტების გამოვლენას, დიგიტალიზაციას, მონაცემთა ბაზისა და კატალოგის შექმნას.
დოკუმენტების ციფრული ასლებისა და ანოტაციების შედგენა ხორციელდება შემდეგი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით:









Комментариев нет:

Отправить комментарий